ქეთინო ალასანია, სოციალურ ქსელში წერს:
“ბირთვული შეკავების” დოქტრინა (ანუ nuclear deterrence. პირობითად უწოდოთ დეტერანსის დოქტრინა) სამოქმედო დონეზე დაიყოფა რამდენიმე სტრატეგიულ ნაწილად. მათი ამოქმედება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული ძალის ფორმა და ინტენსიურობა. ამ მხრივ არსებობს “მინიმალური დეტერანსი”, “ორმხრივი გარანტირებული განადგურების”, “დეკაპიტაციის” (მარტო მმართველი ძალის განადგურება) და სხვა ტაქტიკურ-სტრატეგიული თეორიები. რაც შეეხება ძალის გამოყენების ფორმას, არსებობს “დასწრებითი” , “პირველი”, “საპასუხო”, “მეორე” და ა.შ. დარტყმები.
60 იანების და 80 ების დროს არსებული არაოფიციალური პროტოკოლით ესკალაცია მოხდება ეტაპობრივად, ანუ საომარი თეატრის ბირთვული სისტემების გამოყენება, ტაქტიკური ბირთვული იარაღი, სტრატეგიული და მოიცავს დასავლეთის მხრიდან ცალ-ცალკე ბირთვულ დარტყმას აშშ-სგან, ინგლისისგან და საფრანგეთისაგან და ასევე ნატოს ინტეგრირებული ცენტრალური მართველობიდან დარტყმას.
მაგრამ ასევე არსებობს მიღებული აქსიომა, რომ სრულიად შეუზღუდავ ბირთვულ ომში გამარჯვებული არ იქნება. და ასეთი ომი არ უნდა მოხდეს. ამიტომ ეს პუტინის “მზადება” არის მორიგი ბლეფი და სუსტ ნერვებზე გათვლილი.”
კომენტარები