ანტისაოკუპაციო მოძრაობის, “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, ავრცელებს ფოტოს და წერს:
“ვიმყოფებოდით გრემისხევში, ბეჟიტაშვილების ოჯახში, რომლის ახალგაზრდა წევრი, ნიკო ბეჟიტაშვილი, კვირია ელიზბარაშვილთან ერთად ორკებმა გაიტაცეს 30 დეკემბერს, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან.
ეს ვიცით დაზუსტებით, გატაცების ლოკაცია დავადგინეთ ფაქტობრივად 100% სიზუსტით.
ოკუპანტები შემოვიდნენ 300 მეტრით ჩვენს “კონტროლირებად” ტერიტორიაზე და იქედან გაიტაცეს ორი ახალგაზრდა კაცი.
პირველი, რაც გააკეთეს ორკებმა, ნიკოს და კვირიას სცემეს, მანამდე კი გაქცეულ დავით მიშელაშვილს ცეცხლი გაუხსნეს. საბედნიეროდ, ნასროლი მას არ მოხვდა.
ნიკოს და კვირიას ცემის შემდეგ ორკებმა ვანდალურად დაუზიანეს მანქანა, დაუჭრეს საბურავები, ძრავში ჩატენეს რკინის და შუშის ნამსხვრევები, იმ მდგომარეობაში ჩააგდეს მანქანა, რომელიც წარმოადგენს ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროს, რომ მანქანა ფაქტობრივად გამოუსადეგარი გახდა…
ნაძირალა, ერთმორწმუნე ორკები არ მოქმედებენ თავისი ინიციატივით, ეს არის მიზანმიმართული , ადგილობრივი მოსახლეობის დატერორების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების დაშინებაზე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კი ამ სოფლების მაქსიმალურ დაცარიელებაზე.
გრემისხევი ასევე შედის ორკების მიერ შემუშავებული ოკუპაციის ახალ გეგმაში. ძველი ბურღული, თამარიანი და ციგრიანი გახლავთ ის სოფლები, რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მოყვება ახალი ოკუპაციის ხაზებში, თუ ჩვენ ყველა ერთად წინ არ აღვუდგებით ერთმორწმუნე ნაბიჭვრების ახალ აგრესიულ გეგმას.
ძალა ერთობაშია !
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი !
30 დეკემბერს გრემისხევში გატაცება ჩვენი “კონტროლირებადი” ტერიტორიიდან მოხდა.
ბიჭები სასტიკად გალახეს, მანქანა დაულეწეს. კითხვა მაქვს – თუ პოლიცია დგას შიდა ქართლში და ავად თუ კარგად იცავს მოსახლეობას, მაშინ მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობამ რა დაგიშავათ? რატომ არის ეს რეგიონი სრულიად უპატრონოდ დატოვებული? 4 რეგიონიდან, რომლებიც ესაზღვრებიან ოკუპირებულ სამაჩაბლოს, მხოლოდ ერთ რეგიონში, შიდა ქართლში დგას პოლიცია.
რატომ? შეგიძლიათ პასუხი გაგვცეთ?
კომენტარები