დალაი ლამამ ბოდიში საჯაროდ მოიხადა იმ ინციდენტის გამო, რომელიც თებერვლის ბოლოს ინდოეთში გამართულ ღონისძიებაზე მოხდა. დალაი ლამამ არასრულწლოვან ბიჭს ტუჩებში აკოცა, რისი კადრებიც ინტერნეტში გავრცელდა და სოციალური ქსელების მომხმარებლებში დიდი ბრაზი გამოიწვია.
“დალაი ლამას სურს ბოდიში მოუხადოს ბიჭსა და მის ოჯახს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც მისმა ქმედებამ და სიტყვებმა ზიანი მიაყენა. მისი უწმინდესობა ხშირად ამხიარულებს და აცინებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ხვდება, თუნდაც ეს კამერების წინ ხდებოდეს”, – ვკითხულობთ დალაი ლამას წარმომადგენელთა განცხადებაში.
თებერვალში გამართულ ღონისძიებას დალაი ლამასთან ერთად 100 მოსწავლე ესწრებოდა. ერთ-ერთმა მოსწავლემ დალაი ლამას ჩახუტება სთხოვა. დალაი ლამამ არასრუწლოვან ბიჭს მიახლოების უფლება მისცა, შემდეგ კი ჩაეხუტა და ტუჩებში აკოცა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მართალია, ტაძარში დამსწრე ადამიანთა ნაწილი ინციდენტზე იცინოდა, თუმცა დალაი ლამას ქმედებამ უამრავი ადამიანი აღაშფოთა.
„აიპრესი“
კომენტარები