ჟურნალისტი, გიორგი მგალობლიშვილი:
“უხასიათოდ ვარ და დიდხანს ვიფიქრე, დამეწერა თუ არა მიზეზი…
მოსათხრობად ვრცელი გამოვა, მაგრამ, რომ არ დავწერო, არც ეს შემიძლია… ვინც არ დაიზარებს და წაიკითხავს, ფუჭად არ დაკარგავს დროს…
სამსახურიდან მომავალს, შემხვდა დიდი ხნის ნაცნობი, კარგა ხნის უნახავი (ფბ.ზე არ მყავს) ბავშვობის წლებში საკმაოდ ახლოს ვიყავით, ვმეგობრობდით… მოვიკითხეთ ერთმანეთი, ოჯახის ამბები ვკითხე (ბოლოს როცა ვნახე, ახალ დაქორწინებული იყო) და უცებ მეუბნება: სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდი, ნეტა მაშინ დამეჯერებინა შენთვისო…
სერიოზულად დავიბენი, მეთქი, არავის პირადში არ ვერევი და რაღა ამას ვეტყოდი რამეს ისეთს თქო, არადა დარწმუნებული ვარ არ მითქვამს..
-რაზე მეუბნები, რაში არ დამიჯერე? – თან უხერხულობის დასაფარად ვუღიმი..
-გახსოვს, რა მითხარი წლების წინ, მეტროში?…
და მაშინვე გამახსენდა…
სადღაც 14-15 წლის ვარ, კარგად ვსწავლობდი იმ პერიოდში, გაკვეთილებს არ ვაცდენდი ფაქტიურად, ფეხბურთზე დავდიოდი და შეძლებისდაგვარად კვირაობით ეკლესიაშიც. ეს (ჩემზე 2 წლით უფროსი) ცოტა მოხულიგნო, ქუჩას აყოლილი ბიჭი იყო და ცდილობდა თავი გამოეჩინა ახალი “ტრიუკებით”..
ჰოდა, ერთ დღესაც ჩავდივართ მეტროში… გეხსომებათ, მაშინდელი მეტრო… არც თუ იშვიათად გათიშული შუქი და შუა გვირაბში კარგა ხანს გაჩერებული, გადაჭედილი ვაგონები… და ამ ვაგონებში, ხელმრუდე არსებების სიმრავლე…
მე ფეხბურთზე მივდიოდი, ხიზანიშვილის დინამოსთან მქონდა თამაში (ზუსტად მახსოვს) ელექტროდეპოზე უნდა ჩამოვსულიყავი, ეს საგულშემატკივროდ მომყვებოდა, მაგრამ – “მატარებელი მიდის ვაგზლის მოედნამდე” და მომდევნო ვაგონის მოლოდინით ჩამოვედით და ეს მეუბნება- დროზე, დროზე გამომყევიო და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ესკალატორისკენ. რა ხდება თქო და ჯიბიდან, ფულის მოზრდილ დასტას მაჩვენებს. თავიდან ვერ მივხვდი, რაღაცას მეღადავება თქო მე გოიმმა და არ გავყევი; ეს აღარ გაჩერებულა ისე დააწვა ზემოთ და უცებ რაღაც შემაწუხებელი გოდება მესმის: – ვინ ქნა, რომელმა დამღუპეთ და თან ხმას უმატებს, შავთავსაფრიანი ქალი. (ასაკით 50_ს ზემოთ იქნებოდა) მოგროვდა ხალხი, ასულიერებენ ამას და ვაგონიც მოვიდა… ბავშვობიდანვე ვერ ვუძლებ ადამიანის ოხვრა-გმინვას და ცუდად მხდის, თან თუ ვერაფრით ვეხმარები მითუმეტეს და თამაშზეც მაგვიანდებოდა, ჩემს იმედზე იყო გუნდი… შევდივარ ვაგონში და ამ ქალის წყევლა ჭექა-ქუხილივით ჩამესმის: – შენ კი არა, შვილი თუ გყავს ან თუ გეყოლება, ის ჩავარდეს ჩემს დღეში! სიმწრით ნაგროვები სამკურნალო ფული რომ ამაცალე!!!
ბოლოჯერ გავხედე ამ ქალს და მაშინ შევამჩნიე, ცალ მხარეს სახე ამოჭმულივით ქონდა და ერთი თვალიც აკლდა… ძაან დავიგრუზე და გულში ვფიქრობდი, იქნებ დაუბრუნოს ვინც ეს ქნა თქო… მივედი თამაშზე ნირწამხდარი, უგუნებოდ და თამაშიც წავაგეთ 2-0.. გავხედე და ეს ვაჟბატონი იკრიჭება კარს უკან, თან ფულებს მანახებს.. ეგ საიდან გაქვს შე განDOნო მეთქი (მაშინ იშვიათად ვბილწსიტყვაობდი), რავი ვიღაც მახინჯ ქალს ამოვაცალე, ნახევარს გაგიყოფ, მარა არ ხარ ღირსიო და… აი მანდ გადამეკეტა… გარღვეული ღობიდან გადავძვერი და მივვარდი ხელისკვრით და გინებით – წამო ვიპოვოთ და დაუბრუნე, ცოდოა, თან მწარედ დაიწყევლა შე Y*ეო! – რა უნდა დავუბრუნო, ამდენი ფული თუ ქონდა, მეტროში რას ჩამოდიოდა.. – ბიჭო, სახეზე ნახე რა ჭირდა, შვილზე დაიწყევლა! – უუფ, მერე სად მყავს შვილი, დაიცა რაა და ვაფშე არ მოგცემ ეხლა არაფერს! – დაიმახსოვრე, მაგრად ინანებ თქო და გავეცალე… მის მერე ჩვენი მეგობრობაც ფაქტიურად, ზედაპირული მოკითხვით და საერთო მეგობრების შეკრებისას “ვინუჟდენი” ურთიერთობით (ჩემთვის ის უგულო ტიპი იყო, მისთვის კი პატიოსანი გოიმი ვიყავი) შემოიფარგლებოდა და დღესაც, იმდენად მქონდა ქვეცნობიერში გამჯდარი, რომ ბანალურად უნდა მომეკითხა და გზა გამეგრძელებინა, რომ თავიდან არ გამახსენდა მისი “გმირობა”…
….
-ჰოო გამახსენდა და მერე? მოხდა რამე?
ფოტო ამოიღო და… მთელ ტანში გამცრა, თმის ძირები წამეყინა…
ფოტოდან პატარა ბიჭი იყურებოდა, ნახევარი სახე ყავისფერი ქონდა და ცალი თვალის გარსი გათეთრებული (ფაქტიურად ის ქალი წარმომიდგა) ხმას ვერ ვიღებ, ვცდილობ აზრები დავალაგო, მაგრამ ვერ…
-4 წლის ხდება მაისში, ესეთი არ დაბადებულა, 2 წლისას დაეწყო, ჯერ ქავილი, მერე კანი ეფცქვნებოდა და ვერ იგებდნენ რა ჭირდა. თვალზე, რომ გადაუვიდა, მერე დასვეს დიაგნოზი (არ მახსოვს რაღაც სარკომის თუ სიმსივნის განსხვავებული ფორმა მითხრა)…
-ყველაზე საოცარი იცი რაა? არასდროს დაინტერესებულხარ, რამდენი იყო ის ფული, რაც იმ საცოდავ ქალს ამოვაცალე. ზუსტად იმდენი, რაც ჭირდება ერთ გადასხმას 1250 ლარი. იმ ქალს, მხოლოდ 20 ლარით ნაკლები ქონდა..
ბავშვი, ეხლა უკეთაა, თურქეთში მყავს, აქ 1 კვირით ჩამოვედი, იმედს მაძლევენ, რომ უჯრედები აღუდგება…მოკლედ მაგრად მივქარე რა…
დავემშვიდობე, ჯანმრთელობა ვუსურვე პატარას და ხალხოოო!!!
დაფიქრდით, გაიაზრეთ, წინ გაიხედეთ!!
ზოგჯერ, ვერ ხვდება ადამიანი, რატომ მაინცდამაინც ის, რა დააშავა, რა შესცოდა ასეთი და ა.შ. შეიძლება შენ არაფერი, მაგრამ შენი ცუდად ყოფნით ისჯება ის, ვისთვისაც შენ ყველაზე ძვირფასი ხარ…
ამიტომ ეცადეთ, რომ არ გახდეთ სამართლიანი რისხვის ადრესატი თქვენ ან თქვენი საყვარელი ადამიანები და ძალიან გთხოვთ დაჩაგრულო ქალებო, ქვრივებო თუ შვილმკვდარო დედებო – თქვენი ყოველი გულშემუსვრილი სიტყვა, მით უფრო წყევლა(!) პირდაპირ ადის სამყაროს შემოქმედთან და მისი მსჯავრიც არ აყოვნებს… მესმის, თქვენი ტკივილიც, მაგრამ ამით თქვენ ვერაფერი ნუგეში (უფრო პირიქით) და ნუ დაიწყევლებით, ნუ დაწყევლით, ნუ იქნებით მაწყევარნი!
გმადლობთ! ბოდიში!”
კომენტარები