დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში დაძაბული ვითარებაა. კულტურის სახლში, სადაც საოკუპაციო რეჟიმის “პრეზიდენტი”, ასლან ბჟანია ადგილობრივებთან შეხვედრას მართავდა, დაპირისპირება მოხდა.
ე.წ. ხელისუფლების ოპონენტებს შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს, რამაც დამატებით გაამძაფრა დაპირისპირება. საბოლოოდ, ასლან ბჟანიამ შეხვედრა შეწყვიტა, შენობაში დაწყებული ჩხუბი კი ქუჩაში გაგრძელდა.
ადგილობრივების განცხადებით, “პრეზიდენტის” უკმაყოფილება რუსეთთან გაფორმებულ შეთანხმებაზე დასმულ შეკითხვას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ბჟანია მოსკოვისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის 185 ჰექტრის უსასყიდლოდ გადაცემას დათანხმდა.
კომენტარები