კომპანიამ საქართველოში 2013 წელს პირველმა გახსნა ნედლი ქათმის ჯიხურები, სადაც „ბიუ ბიუ”-ს ბრენდის სახელით ყოველდღიურად ხდება მომხმარებლისათვის ახალი ნედლი ხორცპროდუქტების მიწოდება.
„ბიუ ბიუ“-ს პროდუქცია სრულად წარმოებულია საქართველოში. წარმოების თითოეული რგოლი სერტიფიცირებულია ISO 22000 სტანდარტის მიხედვით.
“ჩირინა“-მ საქართველოში დანერგა და რეგულარულად აგრძელებს აგრარულ დარგში არსებული თანამედროვე ტენდენციების დანერგვას.
„ბიუ ბიუ“-ს ქათმის წარმოება გარდაბნის რაიონში მდებარეობს, სადაც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონალურ განვითარებაში.
კომპანიას აქვს უნარჩენო საწარმოო პროცესი. მაგალითისათვის, კომპანია ამუშავებს ფრინველის ნაკელს და იღებს ბუნებრივ ორგანულ სასუქს – კომპოსტ „ბიუ ტერა“-ს.
კომპანია „ჩირინა“ სართიჭალის მახლობლად ფლობს მიწებს, სადაც უმაღლესი ხარისხის სიმინდი და ხორბალი მოჰყავს. ჩვენს მიწებზე მოყვანილი მარცვლეულის გარდა, კომპანია ასევე იბარებს და ამუშავებს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებულ ადგილობრივ ნედლეულს.
გარდა „ბიუ ბიუ“-ს ქათმის ხორცპროდუქტებისა, შპს „ჩირინა“ აწარმოებს მაღალი ხარისხის მქონე საინკუბაციო კვერცხს, რომლითაც ამარაგებს მეფრინველეობის დარგში მომუშავე ადგილობრივ კომპანიებს და ასევე გააქვს ექსპორტზე.
კომპანია ულოცავს და მადლობას უხდის თანამშრომლებს, პარტნიორებს და ერთგულ მომხმარებლებს!
კომენტარები