აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საუბრის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბლინკენმა გამოხატა მადლიერება უკრაინის მიმართ “ქართველი ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირადი, ურყევი მხარდაჭერის” გამო.
“სახელმწიფო მდივანმა მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირადი, ურყევი მხარდაჭერის გამო უკრაინის მიმართ. მან ხაზი გაუსვა აშშ-ს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი ევროატლანტიკური მომავლისკენ”.
გარდა ამისა, იგი ბლინკენი სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს მივდივარ ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შესახვედრად ბელგიაში, პოლონეთში, მოლდოვაში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში, რათა ხაზი გავუსვა ჩვენს სოლიდარობასა და გადაწყვეტილებას, პასუხისმგებლობა დავაკისროთ რუსეთისა და ბელარუსის მთავრობებს უკრაინის წინააღმედგ სასტიკ ომზე”.
შეგახსენებთ, თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ ვზიტების ფარგლებში იგეგმებოდა საქართველოში ჩამოსვლაც, თუმცა, ფაქტია, ბლონკენი არ ჩამოდის საქართველოში. ჰქონდა, თუ არა მას საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია – უცნობია.
კომენტარები