დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ევროპის რეგიონი ელის ისეთ ეკონომიკურ კრიზისს,როგორიც ჯერ ისტორიას არ ახსოვს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ „ბლუმბერგის“ ანალიტიკოსები
IHS Markit-ის ანალიტიკური სააგენტოს ცნობით,ევროპაში ბიზნესის აქტივობის ინდექსი -PMI ,1998 წლის შემდეგ, მინიმუმამდე შემცირდა და ისტორიის მანძილზე ანტირეკორდი მოხსნა. ამრიგად,ამჟამინდელი მონაცემები უარესია ,ვიდრე 2008-2009 წლების კრიზისის დროს იყო.
კორონავირუსმა მძიმე დარტყმა მიაყენა ევროპულ ეკონომიკას. კერძოდ,მთელ ევროპაში მიწოდების პრობლემებისა და მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის გამო , საავტომობილო ქარხნებმა უკვე შეწყვიტეს მუშაობა. ამან გავლენა მოახდინა PSA -ზე, Fiat Chrysler-სა და Volkswagen-ზე.
ამ ყველაფრის შესაჩერებლად, ევროპის ხელისუფლება საჭირო ზომების მიღებაზეა გადასული.
კომენტარები