ცნობილი მუსიკოსი ბობ დილანი 12 წლის ბავშვის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ინციდენტი 56 წლის წინ მოხდა. ინფორმაციას AFP ავრცელებს.
ნიუ-იორკის სასამართლოში სარჩელი ქალმა შეიტანა, რომელიც ამტკიცებს, რომ მუსიკოსმა ის 1965 წელს გააუპატიურა. მისი თქმით, ამ დროისთვის მუსიკოსი 24 წლის იყო, გოგონა (J.C.) კი – 12-ის.
მოსარჩელე აცხადებს, რომ ბობ დილანი მასზე 6 კვირის განმავლობაში ძალადობდა.
“დილანმა გამოიყენა მუსიკოსის სტატუსი, უზრუნველყო J.C. ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით და მრავალჯერ იძალადა მასზე სექსუალურად”, – აღნიშნულია სარჩელში.
ქალის თქმით, ყველაფერი სასტუმრო Chelsea-ში ხდებოდა. ამ მოვლენებმა მას “მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა” დაუტოვა.
ბობ დილანის წარმომადგენლის თქმით, “56 წლის წინანდელი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება”, და მუსიკოსი “თავს ენერგიულად დაიცავს”.
კომენტარები