თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, ბაჩანას ბრალდებას, რომ კომპანია „ზეგ“-ის საქმიანობა არ არის მისაღები ქართული მენტალიტეტისთვის „პრაიმტაიმთან“ „ზეგ“-ის იურისტი ქეთევან მირიანაშვილი პასუხობს:
„ეს ადამიანი ლაპარაკობს და ვერ ვგებულობ რას საუბრობს, ეს არის ბოდვა და კომპანია ამ ბოდვაზე განცხადების გაკეთებას არ აპირებს. არაფერს ცუდს და ისეთს კომპანია არ აკეთებს, რაც მენტალობაში არ ჯდება ან კანონსაწინააღმდეგოა.
საერთოდ ვინ არის ეს ადამიანი, ჩვენ არ ვიცით და გამოძიება უნდა დაინტერესდეს და ალბათ, მისი ჯანმთელობის მდგომარეობაც გასარკვევი იქნება. არ ვიცი მოგზავნილია, თუ უბრალოდ ყურადღების ცენტრში უნდა ყოფნა. რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ და იპოვა ამ ადამიანმა ეს ნიშა. მე ეჭვი მეპარება ეს თამარის მეგობარი იყოს.
მინიშნებებით ნუ ლაპარაკობს და ილაპარაკოს პირდაპირ, მართლა არ ვიცი რას ემსახურება. ეს ადამიანი არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს, მაგრამ რა მიზნით და რა მოტივით ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ფსიქიკურად შეამოწმონ და მიხვდნენ მოტივიც და მიზანიც, არ ვიცი მოგზავნილია თუ პიარი უნდა, მაგრამ უნდა დადგინდეს ყველაფერი. რასაც ეს ადამიანი ბოდავს ზოგადად საქმიანობის მიზნით ჩვენ დღე და ღამე ვიკითხებოდით, გამოძიებამ ყველაფერი იცის დეტალურად და ყველაფერი წაღებული აქვთ“
ცნობისთვის, კომპანია „ზეგ“-ის მუშაობა ამ დროისთვის შეფერხებულია.
შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “ზეგს” ადანაშაულებენ, თუმცა, ეს ნამდვილად პირველი შემთხვევაა, როცა კომპანია ასე ხისტად სცემს პასუხს და ბოდვასაც კი უწოდებს.
კომენტარები