ლიტერატურულ კონკურს “ლიტერას” კიდევ ერთი კონკურსანტი უცხადებს პროტესტს – ეკა ქევანიშვილი წერს:
“ბოდიში. ასე არ გამოვა.
4 შერჩეული, მააგრამ ერთი “ზემოდან” დანიშნული ჟიურის წევრი. ძალიან უსიამოვნოა და საშიში.
ბოლომდე ვიკავე თავი რამდენიმე არგუმენტით. “ლიტერას” გულშემატკივრობით. მაგრამ არა. მეც ვხსნი კონკურსიდან ჩემს წიგნს.”
შეგახსენებთ, წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 ბრძანების – „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ – დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
წლევანდელი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის შემადგენლობა ასეთია:
- ბელა წიფურია – ლიტერატურათმცოდნე
- რეზო თაბუკაშვილი – მწერალი
- ლელა კოდალაშვილი – მწერალი, კრიტიკოსი
- ოქტაი ქაზუმოვი – ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი
- იოსებ ჭუმბურიძე – პუბლიცისტი
კომენტარები