“ქართული ოცნების” წევრი რიმა ბერიძე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება და ამბობს:
სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას კი არა, ხალხს დაშორდა დღევანდელი მისი გამოსვლით. როცა სალომე ზურაბიშვილი იყრიდა კენჭს, მე გახლდით ჩუღურეთის რაიონის შტაბის თავმდჯომარე, და ისიც მინდა გითხრათ, რომ თბილისის მასშტაბით ჩემი რაიონი იყო პირველ ადგილზე შედეგებით, რასაც ერქვა არჩევნებში გამარჯვება, ბოდიში მინდა ჩემს ამომრჩეველს მოვუხადო, იმიტომ, რომ მან ჩვენი იმედები არ გაამართლა.
კომენტარები