შოვში, სავარაუდოდ, უამინდობის გამო ორმა ვერტმფრენმა დროებით მუშაობა შეწყვიტა. ამჟამად ისინი ონის ცენტრალურ სტადიონზე არიან გაჩერებული.
სამძებრო სამუშაოებს მაშველები აგრძელებენ – ამ დრომდე 30-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ოფიციალური ინფორმაციით, რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, პროცესში ჩაერთვება ჯარიც.
სტიქიის ზონიდან გუშინდელიდან დღემდე ჯამში 210 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათი ნაწილი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას დღეს დილით გადმოიყვანეს.
რაც შეეხება სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას, თვითმხილველები ყვებიან, რომ კურორტი შოვი თითქმის სრულად არის განადგურებული. მისი თქმით, ადგილზე მხოლოდ ორი შენობა დგას, სტიქიამ მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეებიც.
კომენტარები