ყოფილი პარალმენტარი, დავით დარჩიაშვილი სკანდალური პოსტის შემდეგ ,,ფეისბუქზე” წერს:
,,ბოდიში მათ, ვისაც იმ პოსტზე, სადაც შავაძის საქმეზე კითხვები დავსვი, არგუმენტირებული მსჯელობა ჰქონდა, თუნდაც პოსტის სტილს ან შინაარსს არ დათანხმებოდა. ისეთი ორკესტრირებული ნიაღვარი წამოვიდა ლანძღვის და მუქარის, პოსტი გავაუქმე. კიდევ ერთხელ დავრწუნდი, რომ იმ ბანდასთან, რომელიც ხელისუფლებაშია ან მასთანაა, ადამიანური საუბარი შეუძლებელია. სიტყვას არ ჰქონდა უკვე ჩემგან მნიშვნელობა – მე გამოვყავდი შავაძის მკვლელობის გამამართლებლად. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ მათ, ვისაც პოსტში გამოხატულ მოსაზრებაზე ლეგიტიმური კითხვები გაუჩნდა. კითხვები მაქვს მეც, მაგრამ აქ საჯაროდ მსჯელობა შეუძლებელია. თქვენ კი, ვინც იმუქრებოდით, გული არ დაგწყდეთ – ისევე ვივლი ქუჩებში და მიდით, გამოავლინეთ თქვენი ბუნება, “სამართლიანობის აღმდგენებო,” თქვენა.”
,,შავაძის დაღუპვის ამბავზე ორი ვერსიაა” – რას წერს დავით დარჩიაშვილი
კომენტარები