უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლი, ალექსეი არესტოვიჩი:
– ლიდერის ხარისხს განსაზღვრავს მისი უნარი გასცეს რეალური, ეფექტური პასუხები არსებულ გამოწვევებს.
ეფექტური პასუხების წინაპირობა კი არის სწორი შეფასებების უნარი – დასაწყისისთვის, რეალობის აღიარება.
პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი გაგზავნილ გზავნილში გამოაქვეყნა მსოფლიოს მითოლოგიური სურათი, ეს არ წყვეტს არც ერთ პრობლემას, რომელიც რეალურად დგას რუსეთის ფედერაციის წინაშე, დიდი ომის 1 წლის შემდეგ.
მოტივაციის პრობლემასაც კი არ წყვეტს, რადგან “…გეი ქორწინებები“ დასავალეთში, ცუდი მოტივაციაა იმისათვის, რომ სანგრებიდან თავი ამუყო უკრაინულ ტყვიამფრქვევებს.
გზავნილი, რომელიც ჩაფიქრებულია რუსეთის ფედერაციაში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის, ცხადყოფს, რომ პუტინი რუსეთის ფედერაციის მოაზროვნე ნაწილს (და არამოაზროვნე ნაწილს – ემოციური მესიჯის დონეზე), ვერანაირ ახალ გადაწყვეტილებებს, სიტუაციის რადიკალურ ცვლილებას ვერ შესთავაზებს.
რეალურად რეაგირების უნარის დაკარგვა = ლიდერობის დაკარგვაა.
პუს კიდევ ერთი ნაბიჯი პოლიტიკურ საფლავში.
მას უკვე აღარ აქვს გადაწყვეტილებები, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ცივილიზაციური თვალსაზრისითაც.
კონსერვატიზმზე თამაშის მცდელობა ჩაიშალა, რადგან ნამდვილი კონსერვატიზმი არის მაღალ ღირებულებებზე დაფუძნებული პოზიცია, რომელიც გამორიცხავს ბრძოლას კიდევ ერთ სასახლეში ოქროს ტუალეტის ჯაგრისებისთვის და ასეთი „მესიჯი“ არ გამოდგება არც დასავლელ და არც აღმოსავლელ კონსერვატორებზე,
რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკური საფლავი თითქმის ყოველთვის ნიშნავს ფიზიკურს.
რუსეთის ფედერაციაში ხალხი არ პატიობს მეფეებს წაგებულ ომებს.
ელიტებისთვის წაგებული ომი არც ისე საშინელია, საშინელია არაადეკვატური ხელმძღვანელობა, რომელიც ვერ ხელმძღვანელობს სისტემას.
ნახვამდის, ВВХ.
უფრო სწორედ, ბოდიში.
ვფიქრობ, ეს იყო თქვენი ბოლო შეტყობინება ФС-სთვის.
კომენტარები