საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, ფეხბურთში ჩრდილოეთ მაკედონიასთან საქართველოს ნაკრების დამარცხების გამო, გულშემატკივარს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.
თუმცა ოქრიაშვილის ბოდიშს, წინ უძღოდა მისი სახელით შექმნილი ყალბი ექაუნთით გამოქვეყნებული სტატუსი. სპორტსმენმა კონკრეტული პოსტის სქრინშოტი გამოაქვეყნა, იქ დაწერილი ტექსტი, რომელიც ეხებოდა “ოცნების” დეპუტატს გლდანში, ლევან კობიაშვილს, უარყო და მაყურებელს მატჩის შედეგისთვის მოუბოდიშა.
„ბოდიში, რომ ჩავი**ვით. ეს პოსტი და ეს გვერდი ჩემი არ არის, მე არ დამიწერია ეს! ბოდიში!“
ცნობისთვის, 2020 წლის 12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ეთამაშებოდა. საქართველოს მოგების შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპოიონატზე მოხვდებოდა.
კომენტარები