“ენმ”-ის წევრი, რუსუდან ცირეკიძე:
“აი ახლა გავაკეთებ იმას, რისი პირობაც დავდე დიდი ხნის წინ.
ბოდიში, რომ სალომე სამადაშვილი უბრალოდ ახირებული, ჯიუტი , თავისნათქვამა, მაგრამ წესიერი ადამიანი მეგონა.
ბოდიში, რომ დავუჯერე, როცა მითხრა , როდესაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით, რომ არ აპირებდა პარლამენტში შესვლას პარტიის გარეშე, და პარლამენტში შესვლას განიხილავდა მხოლოს ქოცნებასთან ხელშეკრულების მიღწევის შემდეგ და მაშინაც მხოლოდ და მხოლოდ პარტიის შეჯერებული გადაწყვეტილების შემდეგ და არა ინდივიდუალურად.
დავუჯერე, იმიტომ რომ ადამიანები წესიერები მგონია თითქმის ყოველთვის და ვუჯერებ ხოლმე, არ ვფიქრობ, რომ მატყუებენ..
ბოდიში, რომ ვცდილობდი შენ ( და სხვებიც) დამერწმუნებინე იმაში, რომ გუნდის და მიშას წინააღმდეგ არ წავიდოდა. ( ნუ თუ სამშობლოს არ ვუღალატებდით და მის ინტერესებს არ დავაზიანებდით რაც ცხადია, გამორიცხული იყო და არის ნაციონალური მოძრაობისგან).
აქამდეც უნდა დამეწერა, მაგრამ პირადი მიზეზების გამო თავს ვიკავებდი.
არაჩვეულებრივი ადამიანები გვაკავშირებს ერთმანეთთან პოლიტიკის გარეშე.
ახლა ვეღარ გავჩუმდები.
სალომეს კი არა, საკუთარ შვილს არ ვაპატიებ ასეთ უმსგავსობას.
აი ამ ტალახის სროლას, ასეთ უსამართლობას მისი ყოფილი თანაპარტიელების მისამართით, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი კომპლექსები დაძლიოს.
ელემენტარული ადამიანური წესიერება.
ძალიან ბევრს ვითხოვ?”
კომენტარები