„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რადგან ელჩების თხოვნით დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. შემიძლია გითხრათ, რომ იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდა, ამიტომ გაგრძელდება პროცესი. შემდეგი შეხვედრა ხვალ იქნება და იმედი მაქვს, ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ უკვე ნამდვილად შეგვეძლება საზოგადოებას დეტალები გავაცნოთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
კომენტარები