“ლელოს” დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი:
“ბოდიში ვერ გააცოცხლებს დაღუპულ ადამიანებს, რომლებსაც კრიტიკულ მომენტში სჭირდებოდათ სახელმწიფოს დროული და ეფექტური ყოფნა ადგილზე მათი სიცოცხლის გადასარჩენად. ბოდიში ასევე არ აზღვევს საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი ტრაგედიის საფრთხეებისგან. დღეს დღის წესრიგში კვლავ დგას საკითხი, სად არის პრევენციის სისტემა, სად არის მონიტორინგის სისტემა, სად არიან პასუხისმგებლობის ამღები თანამდებობის პირები, რომლებსაც ეყოფათ გამბედაობა თქვან, რამ გამოიწვია შოვში ასეთი მსხვერპლი”.
კომენტარები