ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
— ფული გაიხადეს ცხოვრების არსად
— ერთ დროს ბოგანოებმა და მათხოვრებმა მილიონები იშოვეს და ქვეყანას თავზე მოაჯდნენ— თქვენ რა გგონიათ , რომ ბრძოლა უნდათ არა ბატონებო – ერთადერთი მიზანი მოპარული მილიონების უსაფრთხოებაა და ხელისუფლებაში ამიტომ არიან.არანაირი იდეა და იდეოლოგია ამათ არ აქვთ , ერთადერთი ღირებულება ფულია— ძარცვავენ, ძარცვავენ და ძარცვავენ საქართველოს, წურბელებივით სისხლს წოვენ და იმდენად უტიფრები არიან,რომ გონიათ ეს მათ ეკუთვნით და დაიმსახურეს— საქართველო სუფრაზე ახსენდებათ, გონიათ რომ თუ მამაოს ჯიპს უყიდიან ეს მათთვის ინდულგენციაა, ამის გამო ცოდვები ეპატიებათ და სამოთხის კარს გაუღებენ— არანაირი ზნეობა, მორალი, პატიოსნება – მხოლოდ შოვნა და შოვნა, ძარცვა და ძარცვა— ყველაფერ ამაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გაძარცვული ხალხი მათი მძარცველების ბანაკებში გადანაწილებულა , ზოგი ერთ ვაჭარს უჭერს მხარს – ზოგი მეორე მევახშეს— ის ვინც დააქცია და გაანადგურა ხალხი – იმათ მცველებად მიაქირავეს თავი და იმას კი არ ფიქრობენ რომ მათი ოჯახების დამაქცევრების სამსახურში არიან— მართალს ამბობდა ჟან-ჟაკ რუსო – “ მონები მონობაში ყვარობენ თავიანთ მონობას და ამაყობენ მონობით “
— ესაა პასუხი მარადიულ კითხვაზე – “ გვეშველება რამე “ აი ასეთ საზოგადოებას როგორ შეიძლება რომ ეშველოს
კომენტარები