“ენმ”-ის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, “მთავარ არხთან” ამბობს:
“შუაღამეა და ყველა კარგად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე, როგორ ბოროტ და ამორალურ ხალხთან გვაქვს საქმე. ბიძინა ივანიშვილს და მოსკოვს უკეთებენ საჩუქარს – თურმე, ახალ წელს, უნდა შეახვედრო სააკაშვილი ციხეში, ნაცვლად ექიმების რეკომენდაციებისა, რომ მას სჭირდება მკურნალობა. 30 დეკემბერი თენდება, 1 დღეში ახალი წელია, როგორი ბოროტი, ამორალური ადამიანი უნდა იყო, პაციენტი გადაიყვანო რუსთავის ციხეში, სადაც მკურნალობის საშუალებაც არაა. სიგიჟეა, ბოღმა, ბოროტი, მანიაკი ხალხის ხელში ვართ, ეს არის ცხადი.
სააკაშვილს გაცხადებული აქვს, რომ მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომას, ამიტომ ეს არის მისი სიკვდილის მიზანმიმართული მცდელობა. ასე არ იქნება რა, ომი უნდათ? – მიიღებენ! რასაკვირველია კანონიერი გზით – ვიღაცეებმა კონტექსტიდან არ ამოიღონ. ამაზე მშვიდობიანად ხალხმა როგორ გააპროტესტოს? ხელისუფლებას ვეუბნებით, მოდი, სამართლიანი წესები იყოს და ხალხმა გადაწყვიტოს და ესეც არ უნდათ. ვიცით დღეს როგორ მოიქცნენ? რანაირად ჩატენეს მანქანაში? ცუდად არის, მძიმედ არის, ექიმები და პროფესორიები ლაპარაკობენ ამას – მაგრამ ფეხებზე კიდიათ, მთავარია ასიამოვნონ რუსეთს და პუტინს.
ბრძოლას ალტერნატივა არა აქვს – ყველა დაპატიმრებულები არა ვართ? შეხედეთ თქვენ მეზობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, როგორ ხვდებიან ახალ წელს? პატიმრობაზე უარესი არ არის? დაბეჩავებულები, ელემენტარული პირობები არა გვაქვს. მე მაქვს ქართველი ხალხის იმედი. ახლა დაყოფის დრო არ არის. მე არავის ვანსხვავებ, აღარ არის ამის დროს. მინდა ხელისუფლებას დავპირდე, წარმოუდგენლად მძიმე დღეები გელოდებათ, ამას ძალიან მალე ნახავთ. სააკაშვილი მარტო არ არის, მას ჰყავს ასიათასობით მომხრე, ცეცხლს ეთამაშება ხელისუფლება, თუ უნდათ, მიიღებენ რა, ვიმეორემ, კანონიერად. გარანტიას ვიძლევი, არ დავტოვებ სოფელს, ქალაქის კუთხეს, ყველასთან მივალ, ყველას მოვთხოვ, გამოვიდეთ და ჩვენი სამშობლო დავიცვათ. დავიტოვებ კიდევ იმედს, იქნებ პატრიარქს შეუძლია ამ ყველაფრის განმუხტვა, დავიტოვებ კიდევ ერთ იმედს, სალომესთან დაკავშირებით და ყველაზე მეტად მეიმედება მისი აღმატებულება ქართველი ხალხი.”
კომენტარები