“ევროპული საქართველოს” წევრს, გიგა ბოკერიას ოპოზიციური ერთობის დაშლაში “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძეც ადანაშაულებს. ჭიჭინაძე ბოკერიას იმ განცხადებით არის უკმაყფილო, რომლის მიხედვითაც თბილისში სამაჟორიტარო ოლქებში სამ-სამ კანდიდატს სამი პარტია: “ევროპული საქართველო”, “დროა” და “გირჩი – მეტი თავისუფლება” წარადგენს.
ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი ვცდილობთ მაქსიმალურად ვიყოთ ერთნი და შეიცვალოს ამ ქვეყანაში არსებული სიტუაცია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუმცა ბოკერია და მისი პარტია ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ თბილისში მაქსიმალურად ისინი იყვნენ წარმოდგენილები როგორც მაჟორიტარები ცდილობენ შეამცირონ მხარდამჭერთა რაოდენობა. წარმოუდგენია ასე, რომ თუ მაჟორიტარი მეტი ეყოლება, სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს შეეშლებათ და ხმას მისცემენ, – ამბობს დავით ჭიჭინაძე.
კომენტარები