“სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ევროპული საქართველოს მოწოდებას, “პალიტრანიუსის” გადაცემაში გამოეხმაურა:
“ვინ ურევს სულ სიტუაციას? ბოკერიას პარტია. მაგათ სინამდვილეში ის კი არ უნდათ, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს, სინამდვილეში უნდათ, რომ რაღაც ხეირი გამოადნონ თავისთვის. არც კოორდინაციის პრობლემა არაა. ხომ ხედავდა საზოგადოება, რომ სახელმწიფოებრივად, როცა მნიშვნელოვანი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის, არა თუ მაგიდასთან ვიჯექი, არამედ ვიბრძოდი და წინა ხაზზე ვიყავი მაგიდასთან მსხდომთა 99%-სგან განსხვავებით.
ბოკერიას როგორც უნდა თავისი გემოვნების მიხედვით, ეგრე არ გამოდის. უნდა იცოდე შენი შესაძლებლობები და რესურსები”
ევროპული საქართველო მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ კონსულტაციები და საერთო კანდიდატებზე შეჯერდნენ, რომლებიც ასევე კონკურენციაში შევლენ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებთან.
კომენტარები