პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
“აბა ოფისები საჭირო არააო და დახურა მელიამ პარტიის 50 რეგიონალური ოფისი, რომლებსაც ახლა, ხაბეიშვილი ხსნის?! საჭირო ყოფილა ნიკანორ თუ შენ და შენი ჩატის სეფე ქალები დასხდებით? :/ უცნაურია ფრიად ეს მიდგომა :/ ამიტომაც, ბოკერიას გადარებენ… თუმცა, ავიწყდებათ, რომ ბოკერიასაც კი ეყო სინდისი, წასულიყო პარტიიდან. შენ კი, პარტიაში პარტიუკას აკეთებ, ყოველშემთხვევაში ცდილობ… და თანაც, რა დროს?! როცა სტრასბურგში მიშას გაყვანის შესახებ განცხადებას არეგისტრირებდნენ… პეტრე კიბარა ნიკანორ “მოციქულმა” მამლის არა, მაგრამ სტრასბურგის “ყივილამდე” დაგმო ხაბეიშვილი და მოხსნა ჩატს და ენას პირი…
რა გავიგეთ ამ ყველაფრიდან?
1. ოფისები საჭირო ყოფილა :/ მაშ, რატომ დახურა რეგიონალური ოფისები?!
2. საგინებლადაც აღარ ახსენებს მიშას, ნუ, სააკაშვილის ხსენება წინასაარჩევნოდ “ახსენდება” ხოლმე.
3. ბოკერია მორალის მეტრი ყოფილა მელიასთან შედარებით.
4. მელიას “ოლიგარქი” კეზერა არ მოსწონს და მიუგნია აპოლიტიკური მეცენატისთვის, რომლის შემწეობითაც ოფისი იქირავა.
5. პარტიაში 14 ანგაიჟირებული ქალით პარტიის შექმნის მცდელობა კობახიძე-მდინარიძის საამებელი ამბავია მეგობრებო, თავისთავად ნამდვილი ოლიგარქისაც, ცხადია :/
P.S. და ბოლოს, რამდენად სიმბოლურია ნიკანორ მელიას და მისი ერთი ჩატი მრევლი ქალების ზეაქტიურობა სწორედ აღდგომის დღეებში, სტრასბურგის ყივილამდე დაგმო პარტიის წევრთა მიერ დიდი უპირატესობით გამარჯვებული ხაბეიშვილი და ჩაუდგა ოპოზიციაში :/ ?
#არაიქოცოთ”
კომენტარები