ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 92 ნიმუშის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. ჩაკეტილ სოფელ მუშევანში, ნიმუში 57 მოქალაქისგან აიღეს. ისინი 10 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. ნიმუშები ასევე აიღეს ცხელების კლინიკაში იმ ადამიანებისგან, რომლებსაც გარკვეული ჩივილები და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ.
ტესტი პრევენციის მიზნით, მომსახურეობის სფეროს წარმომადგენლებსაც გაუკეთდათ. მათ შორის არიან ბოლნისი მოლის, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების თანამშრომლები. 95 კოვიდინფიცირებული, 5 გამოჯანმრთელებული და 2 გარდაცვლილი – ასეთია დღეის მდგომარეობით ეპიდსიტუაცია ბოლნისში
კომენტარები