ბოლნისში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების საავტომობილო კოლონას ქვები ესროლეს.ინფორმაცია და ფოტოები “ნიუპოსტს” პარტიის წევრებმა მიაწოდეს.
ამის პარალელურად ბოლნისის მაცხოვრებლები “ქართული ოცნებისა” და მისი მაჟორიტარი დეპუტატის პოლიტიკას აპროტესტებენ. ადგილობრივებს სოლიდარობის მიზნით შეუერთდნენ თბილისიდან ჩასული ვეტერანები, რომლებმაც მსვლელობა ბოლნისის ქუჩებში მოაწყეს და დაზარალებულები მოინახულეს.
კომენტარები