ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულია 49 ადამიანი.
ქვემო ქართლის გუბერნიის ცნობით, საერთო ჯამში 30 პირთან დაკავშირებით ჩატარდა კვლევა. მათგან ცხრაზე კვლევის პროცესი გრძელდება, ხოლო 21-დან კორონავირუსის ინფექცია ორს დაუდასტურდა. დადასტურებული შემთხვევები ამ დრომდე ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტების წარმომადგენლები არიან და მათი ინფიცირების წყარო ცნობილია.
იმ პირთა შორის კი, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ სამი ბოლნისის კლინიკაში განთავსებული ე.წ. ცხელების ცენტრის თანამშრომლები არიან.
კომენტარები