სამოქალაქო აქტივისტის, თოზუ გულმამედლის ინფორმაციით, ბოლნისში, მერვე კლასელმა ბავშმა იმშობიარა.
“ადგილობრივების თქმით ბოლნისის რაიონი სოფელ @@@@@@@@, ნაადრევი ქორწინების მსხვერპლმა, მე-8 კლასის მოსწავლემ იმშობიარა.საქმეს იძიებს შსს.აშკარად ჩანს რომ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებლი ბავშვების დასაცავად”, – წერს აქტივისტი.
არასრულწლოვნის მშობიარობის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ დაუდასტურა „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ თავმჯდომარე სამირა ისმაილოვამაც.
„შემთხვევა ახლახან მოხდა და მე რამდენადაც ვიცი გუშინ საღამოს შეატყობინეს სამართალდამცავ უწყებებს. დღეს დაიწყო გამოძიება და დაკითხვები, მათ შორის სკოლის პერსონალის და ა.შ.
ჩვენი ინფორმაციით, ეს გოგო გაიტაცეს და მოტაცებით შექმნილ ეგრედწოდებულ ოჯახში ცხოვრობდა და ახლა, როდესაც ფაქტი დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა იმშობიარა აქედან გახმაურდა ეს საკითხი“.
კომენტარები