ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშილის განცხადებით, ბოლნისში ტესტირება დიდი ტემპით მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„იმ მჭიდრო კავშირიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვქონდა, ვირუსის მინიმალური გამოვლენაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ფართომასშტაბიან გავრცელებას გადავურჩით და ეს კლასტერებიც, სადაც ვირუსის ერთეული შემთხვევები ჩნდება, დადგენილი და დადასტურებულია, და იმ ჯაჭვშია, რასაც ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ“, – აღნიშნა რეხვიაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსი 431 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.
კომენტარები