2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ ივნისამდე პერიოდში ინსპექტირებისთვის მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მხოლოდ 15% გამოცხადდა. შესაბამის ინფორმაციას „ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების“ ასოციაციის პეზიდენტი დავით მესხიშვილი ავრცელებს.
ის დღეს პრესკონფერენციას გამართავს და წარმოადგენს კვლევის შედეგებს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მგზავრთა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური სამგზავრო ტრანსპორტით უსაფრთხო გადაყვანების შესახებ.
„2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 ივნისამდე მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მხოლოდ 15% გამოცხადდა ინსპექტირებაზე, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, თან იმ ფონზე, როდესაც ზაფხულის სეზონზე საქალაქთაშორისო მიმოსვლის ინტენსივობა იზრდება“, – აცხადებს მესხიშვილი.
კომენტარები