მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ბოლო 10- წლის განმავლობაში, ნინო ნადირაძე „ვივამედში“ არანაირ თანამშრომლად, მითუმეტეს, დირექტორად არ ფიქსირდება.
მისი თქმით, ნინო ნადირაძის კავშირი შპს „ვივამედთან“ ოფიციალური დოკუმენტებით არ დასტურდება.
მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლო, სამედიცინო და ფსიქიატრიული კომისიური ექსპერტიზის დასკვნასთან პირდაპირ, ან ირიბთან დაპირისპირებული რაიმე დოკუმენტი, გარდა სეებ-ის 24.01.2023 წლის და მოქალაქე ნინო ნადირაძის ჩვენებისა, რომლის რაიმე კავშირი შპს „ვივამედთან“ არ დასტურდება რაიმე წერილობითი სახის მტკიცებულებით. დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი, ბოლო 10- წლის განმავლობაში, ნინო ნადირაძე არ ფიქსირდება არანაირ თანამშრომლად კლინიკა „ვივამედში“, მითუმეტეს, დირექტორად. ხოლო, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ამგვარი სახელისა და გვარის პირი რეგისტრირებული არ არის აღნიშნული კომპანიის დირექტორად“,- თქვა ადვოკატმა.
კომენტარები