ქუთაისში ცხელების ცენტრს ბოლო 24 საათის განმავლობაში 26-მა მოქალაქემ მიმართა. დირექტორის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, ამჟამად ცენტრში 12 პაციენტი სხვადასხვა განყოფილებებში მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ცხელების ცენტრიდან 13 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ე.წ. ცხელების ცენტრი სამი დღის წინ ამოქმედდა და 70-მდე მოქალაქე მიიღეს.
იმედინიუსი
კომენტარები