გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 11 231 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 177 160-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 88 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 1 625-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 23 803 ადამიანი.
კომენტარები