როგორც volcanodiscovery.com იუწყება, ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში დაფიქსირდა 794 მიწისძვრა 5,1 მაგნიტუდამდე.
მათ შორის: 1 მიწისძვრა 5 და მეტი მაგნიტუდით, 23 მიწისძვრა, სიძლიერე 4-დან 5 ქულამდე, 214 მიწისძვრა, სიძლიერე 3-დან 4 ქულამდე და 459 მიწისძვრა, სიძლიერე 2-დან 3 ქულამდე.
ამ დროისთვის, აღნიშნული მიწისძვრების შედეგად სერიოზული ზიანი ან დაშავებულები არ დაფიქსირებულა. სეისმოლოგები განაგრძობენ სიტუაციის მონიტორინგს.
კომენტარები