,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,თითქოს ჩემი სადარდებელი არ მყოფნიდეს … ბოლო დღეებია ერთ ქალზე ფიქრი და დარდი მიხეთქავს გულს.
ჯერ უმძიმესი შხამით მოუწამლეს შვილი, შემდეგ უმძიმესი რეჟიმის კოლონიაში გამოუმწყვდიეს ვაჟი, სადაც ის 27-ჯერ გადაიყვანეს სადამსჯელო იზოლატორში ( 5 კვადრატულმეტრიანი ბეტონის კოლოფი, სადაც ლოგინი მხოლოდ ღამით იშლება. პატიმარს არც გათბობა ჰქონდა და არც კალამი რაიმეს დასაწერად, საჭმელსაც ვერ ყიდულობდა ჯანმრთელობისთვის). სამი წელი თავისი ბიჭის ფაქტობრივ წამებას აკვირდებოდა და არაფერი შეეძლო ამ ჯოჯოხეთის შესაჩერებლად. ბოლოს შვილი მოუკლეს…
ახლა კი ეს 70 წლის ქალი თითქმის მარტო დახეტიალებს პოლარული წრის მიღმა. ხან საპატიმრო “პოლარულ მგელს” მიადგება, ხან ყინულოვანი ქალაქის – სალეხარდის მორგს, ხან ადგილობრივ სავაადმყოფოს და საკუთარი შვილის ცხედარს ეძებს.
რეჟიმი ლუდა ნავალნაიას ეუბნება, რომ მოწამლული, ნაწამები და მოკლული შვილის ცხედარს მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გადასცემენ, რადგან ქიმიური გამოკვლევები უნდა ჩაუტარდესო.
მართლა მხეცებთან გვაქვს საქმე…”
კომენტარები