უფლებასამცველი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,მე არ ვარ ომის საკითხებში ექსპერტი და არც ამის პრეტენცია მაქვს, ამიტომ რასაც ამ საკითხებზე ვწერ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა. მოსაზრება, რომელიც დაკვირვების და მოვლენათა ანალიზის შედეგად ჩამომიყალიბდა.
ახლა არეულობა და ახალი ფრონტი მხოლოდ რუსეთის ინტერესშია, ისევე როგორც რუსეთის ინტერესშია უკრაინის “გაშავება”.
ბოლო დღეებია რუსეთი გასაკვირად მხნედ იყო, იმის ფონზე რომ ომს აგებს უკრაინასთან. სავარაუდოდ ეს მხნეობა მომდინარეობდა იქიდან, რომ მინიმუმ იცოდა და მაქსიმუმ მისი ხელშეწყობით ან თანამონაწილეობით:
– დაიწყო წარმოუდგენელი სისასტიკე ისრაელში (რომელიც კარგად ორგანიზებულ და მხარდაჭერილ ტერორიზმს გავს) ;
– გაავრცელეს ინფორმაცია თითქოს ტერორისტების შეიარაღებასთან რაიმე კავშირი ქონდეს უკრაინას (რაც ჩემი აზრით მორიგი პროპაგანდაა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის “გაშავებას” და დასავლეთის მიერ უკრაინაზე ხელის აღების მცდელობას);
– ხდება ყურადღების გადატანა და ახალი ფრონტის გახსნა.
თავიდან ვფიქრობდი, რომ ყურადღების გადატანა ოჩამჩირის ბაზით ხდებოდა, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენთვის და მხოლოდ უკრაინის ომს არ უაკვშირდება. თუმცა ამაზე მოგვიანებით. განვითარებული მოვლენები კი ბევრ ფაზლს ალაგებს.
ცუდი ვითარებაა, მაგრამ მჯერა რომ ისრაელი ამ ომს გაუმკლავდება ??. მჯერა რომ სიკეთე ბოროტებაზე გაიმარჯვებს , როგორც უკრაინაში ??, ასევე ისრაელში ?? და ეს იქნება საბჭოთა ნაშთის რეალური დასასრული.”
კომენტარები