ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
„ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ისეთი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ, რომელსაც წასვლა პირდაპირი მნიშვნელობით ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ნაკლებად ჭირდება. ანუ, ოჯახი შიმშილით არ უკვდება. აი, ვიმუშავებ, ფულს მოვაგროვებ, გამოვგზავნი, ჩამოვალ, ან ვისწავლი და ჩამოვალ, ფულს მოვაგროვებ და აქ რამე ბიზნესს დავიწყებ, მერე რამე იქნება, სიტუაცია გამოსწორდება – აღარც გამიგია. ბევრმა ადამიანმა გარშემო გადაწყვიტა, რომ აქედან სამუდამოდ უნდა წავიდეს და სხვაგან სცადოს ოჯახთან ერთად დაფუძნება, ცხოვრების აწყობა. ე.წ. საშუალო ფენამ, თუ ასეთი შეიძლება ვთქვათ რომ ამ ქვეყანაში არსებობს, გაცნობიერებულად და დაფიქრებით გადაწყვიტა. ჩემთვის ნაცნობი მაგალითების შემთხვევაში არგუმენტი ერთია – უპერსპექტივობის განცდა, რომ ამ ქვეყანას აღარაფერი ეშველება და აქ ერთადერთი სიცოცხლის გატარება ტანჯვაა. ასეთი უპერსპექტივობის განცდა იმ ბნელ 90–იანებშიც არ მახსოვს.“
კომენტარები