უკვე მეოთხე დღეა, სტიქია მძვინვარებს ესპანეთში, მსხვერპლი 158-მდე გაიზარდა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.
ვალენსიაში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, სტიქიამ დაანგრია სახლები, მოვარდნილმა წყალმა წაიღო ხიდები და მანქანები, გაანადგურა გზები და რკინიგზა.
რისკის ზონაში რჩებიან საქართველოს მოქალაქეებიც. საქართველოს საელჩომ მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი აამოქმედა.
კომენტარები