სოციალური ქსელის მომხმარებელი, შორენა ხიზანეიშვილი, წერს:
“ერთ ჯგუფში, გოგომ დაპოსტა, მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ, თანხა დავკარგე და სტუდენტური ბარათიო. დედას გეფიცებით, ბოლო კაპიკები იყო ჩემთვისო. ბებიამ მომცა პენსია, რომ საახალწლოდ რაღაცეები მეყიდა და თუ იპოვით, დამიბრუნეთო.
ერთ-ერთმა კომენტარმა მიიქცია ჩემი ყურადღება. რამდენი იყო თანხაო. 200 ლარი ყოფილა. მერე უწერს პირადში მოდიო.
ანუ, რა მოხდა იცით? თვითონ აჩუქა ის 200 ლარი. გული გამითბა, ამეტირა. ისე იმოქმედა ემოციურად ჩემზე, მეც მადლობა გადავუხადე. თან ეს, ისე გააკეთა, ისე მარტივად, ისე მსუბუქად, რომ მხოლოდ ჩემნაირი დაკვირვებული ადამიანები თუ მიხვდებოდნენ რა მოხდა.”
კომენტარები