მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე:
შვეიცარიაში კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინების 8.98 მილიონი დოზაა ადმინისტირებული. სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 48.5%. მიუხედავად ამისა დახურულ სივრცეში ყველა ხმარობს ნიღაბს – მაღაზიაში, ავტობუსში, მატარებელში. ყველა იცავს დისტანციას, რესტორნებში მაგიდებს შორის გამყოფი (გამჭვირვალე) ბარიერებია.
3 აგვისტოს 1059 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 7-დღიანი საშუალო მაჩვენებელი – 782.
შედარებისთვის, 2020 წლის ნოემბერში 7 დღიანი საშუალო მაჩვენებელი 7’000 ფარგლებში იყო. ანუ 10-ჯერ არის შემცირებული ინფიცირების მაჩვენებელი.
ბოლო შვიდ დღეში შვეიცარიაში კოვიდისგან 1 ადამიანი გარდაიცვალა.
ეხლა თქვენ გადაწყვიტეთ, საჭიროა თუ არა ვაქციანაცია და პრევენციული ღონისძიებების დაცვა.
კომენტარები