სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით პუნქტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა.
მათივე ცნობით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 2.5%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.1%-ით შემცირდა.
მართალია, ტურისტული სეზონი ჯერ ზაფხულში ჩააგდეს, მერე ზამთრის კურორტებიდან გააქციეს დამსვენებლები – მაგრამ, დასაქმებულთა რიცხვა იმატა.
სოციალურად დაუცველთა რიცხვმა იმატა – დასაქმებულთა რიცხვმაც იმატა!
ღატაკთა რიცხვი იზრდება – დასაქმებულთა რიცხვიც იზრდება.
ჯანდაცვის სამინისტრომ თანამშრომლები შეამცირა, წულუკიანმა 300 მდე ადამიანი გაუშვა სახლში – დასაქმებულთა რიცხვი მაინც იზრდება.
უცნაურია, მაგრამ რას ვიზამთ…
ასეთია საქსტატის ექსკლუზივი და ეს ის ექსკლუზივია, რომელშიც ვერავინ შეეცილება…
პ.ს. ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც იქნა, პიარის ახალი უფროსი ჰყავს, როგორც მედიაში წერდნენ, მისი სახელფასო სარგო 6 ათასს ლარს მოიცავს. შეიძლება, ამ ერთმა სამუშაო ადგილმა – ასეთი დიდი ხელფასით – საქსტატის მონაცემი შეცვალა – ვინ იცის?
ალია
კომენტარები