თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს ბოლო მონაცემები გააცნო. მისი თქმით, ამჯერად ინფექციურ საავადმყოფოში წევს სულ 47 პაციენტი. მათგან კორონავირუსით 30-ია დასნებოვნებული. დანარჩენი ინფიცირებული 7 პაციენტი კი ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში გადიან მკურნალობას. მძიმე მდგომარეობაშია ორი პაციენტი, რომელთაც, ბატონი თენგიზის თქმით, ასაკთან ერთად თანმხლები დაავადებები აქვთ – მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა. საერთო ჯამში, პნევმონია 37 ინფიცირებულთაგან 11-ს აქვს.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, არასრულწლოვანთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება გასაწერ პაციენტებს, მათი პასუხები ლაბორატორიიდან დღეს გვიან ღამით მოვა და ამის შემდეგ გადაწყდება, გააგზავნიან თუ არა მათ საავადმყოფოდან 14-დღიან თვითიზოლაციაში. გვიან ღამევე მოვა იმ 12 ტესტის პასუხი, რომელიც ამ ეტაპზე ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
კითხვაზე, დაფიქსირდა თუ არა ქვეყანაში მეოთხეული გავრცელება, ბატონი თენგიზი პასუხობს, რომ ამაზე ექსპერტთა აზრი ორად იყოფა, თუმცა, ის, როგორც უმეტესობა, ემხრობა იმ აზრს, რომ მეოთხეული გავრცელება არ დაფიქსირებულა, რადგანაც პაციენტი ზუსტად ვერა, მაგრამ მაინც ასახელებს, თუ ვისგან დაინფიცირდა.
კომენტარები