ბექა ერიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს გოგონას ფოტოს, რომელმაც გურამ დოჩანაშვილი უკანასკნელ გზაზე ყვავილებით ხელში გააცილა.
„გოგონა ბოლომდე იდგა გურამ დოჩანაშვილის საფლავთან, ძვირფას დროს ელოდებოდა – ხალხი როდის წავიდოდა, ხელში კი, სიყვარულის უცნაური მცენარე ეჭირა, რომელიც ათას ყვავილში ყველაზე თვალსაჩინო იყო .
„და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე – აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
– ყაყაჩო!
– არა, ჩქარა ჭკნება!
– ენძელა!
– ნაზია ძალზე…
– გეორგინი!
– გაფოფრილია…
– ვარდი?
– შაბლონურია…
– აბა, რა?
– და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი, ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ…”
გურამ დოჩანაშვილი“.
ფოტოზე ქუთაისელი გვანცა მხეიძეა, რომელიც სპეციალურად დოჩანაშვილის დაკრძალვაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ამის შესახებ გვანცამ სოციალურ ქსელში თავად დაწერა:
„პირველ რიგში, მადლობა თეკლეს, ამ მშვენიერი ფოტოსთვის.
დღეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დილით ქუთაისიდან ჩამოვედი თბილისში, გურამ დოჩანაშვილის დაკრძალვაზე დასასწრებად.
თან ჩამოვიტანე და სასაფლაოზე მივიტანე კაქტუსი ქოთნით.
„და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი, ახლაც, რომ გიყურებთ, ახლაც მჩხვლეტს და რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ…”
და ორმა უსაყვარლესმა ადამიანმა – თეკლემ და დემეტრე სამხარაძემ დაინახა, შეამჩნია ქოთნით კაქტუსი, მოვიდნენ და გამეცნენ, ფოტოები გადამიღეს, შოოორეული დიღმის მასივებისკენ გაგნებაში დამეხმარნენ…
მოკლედ, უსაყვარლესი ნაცნობები შევიძინე საერთო საყვარელი მწერლის და ერთი ქოთანი კაქტუსის – სიყვარულის უცნაური მცენარის მეშვეობით“
კომენტარები