ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა:
„ვთქვათ, მშვიდობიანად დამთავრდა ყველაფერი, შევიდნენ პარლამენტში და ა.შ. მაგრამ ეს დაძაბულობა კიდევ გაგრძელდება. რასაც ვუყურებ, სანამ ერთმანეთს შორის ანტაგონიზმია, ქვეყანა არ ვითარდება. პირდაპირ გეუბნებით, არცერთი პარტია არ მაინტერესებს. ჩემთვის საქართველო უპირველესია. თვითონ ოჯახიდან ვარ წასული. ადრეც განვაცხადე, რომ საქართველოს ჩემს ოჯახსაც შევწირავ. ამიტომ, არცერთი პარტიის ინტერესის დამცველი არ ვარ. მე ვარ საქართველოს ინტერესების დამცველი. შეიძლება აზრობრივი სხვაობა ბევრ რამეში იყოს, მაგრამ ძლიერი საქართველოსთვის უნდა ვიცხოვროთ. გადავხედოთ სხვა ქვეყნებს, დღეს იქაც არეულობებია და მაგალითად შეიძლება არცერთი გამოდგეს, მაგრამ ტოლერანტობას სხვა რამეზე რომ ვიჩემებთ, უნდა შევძლოთ ერთმანეთის აზრების მიმართ შემწყნარებლები ვიყოთ. დავსხდეთ, ნუ ვიჩხუბებთ. ბოლოს და ბოლოს, ჩხუბი მორევაზეა და ვინ, ვის მოერევა… საქართველოსთვის დიდი კოლიზეუმი გავაკეთოთ?!“
ცნობისთვის, ბოდბის მთავარეპისკოპოსმა ამბიონიდან მოუწოდა სამღვდელო პირებს, რომ 2020 წლის წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულიყვნენ.
კომენტარები