ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში სომხეთის საფეხბურთო ნაკრებთან დამარცხების შემდეგ წერს:
„აი, ჩემი აივნიდან რომ ვიყურები მარტო სამ ფეხბურთის მოედანს ვხედავ. არ ვაზვიადებ. და ყველა მათგანზე გაჩაღებული ფეხბურთია. წიწილებივით დარბიან ბავშვები და მშობლებიც გულშემატკივრობენ. რაღაც ქიმია ხდება ჩვენსა და ფეხბურთს შორის. გვიყვარს სიგიჟემდე. და რაღაც ქიმიაა, რომ საერთოდ ვერ ვთამაშობთ. ქიმია ჩემთვისაა თორემ, ვინც ფეხბურთში ერკვევა ალბათ იმისთვის, ძალიან ლოგიკურია, თუ რატომ გააქვს ჩვენს კარში ყველას გოლი ვისაც არ დაეზარება. მე ის ხალხი მეცოდება, ვისთვისაც ფეხბურთი უბრალოდ სპორტი არაა. ვინც მართლა სიზმრებში ხედავს გამარჯვებას. მამაჩემი მაგალითად. რა გახდა სულ ცოტა მაინც გაეხარა ამ ხალხს?! კი, მეცოდება გულშემატკივარი, ვინც ფულს წაგებულ თამაშებში და დამსხვრეულ ოცნებებში იხდის. და ის ფეხბურთელებიც მეცოდებიან ამხელა ფსიქოლოგიურ სტრესს რომ გადიან ყველა თამაშზე. ბოლოს, დინამოზე “არქი” ჯგუფი ააშენებს რამე “დინამო თაუერსს” და ასე მორჩება ქართული ფეხბურთის ამბავი.“
კომენტარები