მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“ქალბატონებო და ბატონებო, არ არის საჭირო, რომ ყველა უკიდურესად სულელურ ნათქვამს ან საქციელს კომენტარი ვუკეთოთ. ვიღაც ბრიყვი რაღაცას წამოროშავს და ჩვენ ვიწყებთ ამ სირეგვნის კომენტირებას, გაანალიზებას, გაბრაზებას, დაცინვას.
ვიღაცამ თქვა, რომ 500 ქალი ჰყავს გაჟიმული და ერთი თვე ჩვენ ვბჭობთ, ვაანალიზებთ, ვუღრმავდებით იმ ტიპის ამ ნათქვამს, ვაფასებთ შესაძლო ვარიანტებს, ქმედების რეალურობას, გადავდივართ მათემატიკაში და ვითვლით ერთ კვირაში მოტყნულ ადამიანთა რაოდენობას. რომელიმე დეპუტატი ან პოლიტიკოსი დააბრეხვებს მეტი რომ არ შეიძლება ისეთ სირობას და იწყება ანალიზი, გარჩევა, განხილვა-სემინარები…
ბომჟობა, ლოთობა, ცხვირის ფხანა კაიფში ფურთხება და ძველბიჭობაც უკვე კარგა ხანია აღარ არის მოდაში. ნუ მიყვები სად ეკეთა სველი ცხვირსახოცი იმ როჟას, კისერზე თუ შუბლზე… და სხვათა შორის, ბოლშევიზმის თემაც ნელ-ნელა უნდა ამოვწუროთ, თუ კარგი არაფერი გვაქვს გასახსენებელი, მაშინ დღევანდელობაზე ვიფიქროთ, უკვე ყველამ ვიცით, რომ ბერია და ძერჟინსკი ნაბიჭვარი სატანები იყვნენ. შვილები გვეზრდებიან, რაღაც ღირებული დავუტოვოთ რა.
რაღაც მთხლეობა სულ არ გავრცელდებოდა, ჩვენ თავად თუ არ გავავრცელებდით. მე თუ არ მოგიყვებით, რა წიგნს კითხულობს მოჯმისას ვიღაც პარლამენტარი, თქვენ არ გეცოდინებათ. რატომ ვავრცელებთ ამას, რატომ ვინაგვიანებთ ჭკუასა და გონებას? რატომ უნდა ვიცოდე, რა სუნამოს აპკურებს თავის ცუგას ვიღაც მოდელი.
კი ბატონო, მავნებლურ კანონებსა და ჩაგვრას წინ უნდა აღვუდგეთ და სხვა, მართლა საჭირო ინფორმაცია უნდა გავავრცელოთ, მაგრამ თან უნდა შეგვეძლოს მომხდარის ღირებულებების შეფასება.
ცხადია, ვიღაც არ წაიკითხავს ჩემს კომენტარს ცნობილი მომღერლის ტრუსების კოლექციაზე, მის ჭიან სიბრძნის კბილზე. მაგრამ მე თვითონ რაში მჭირდება ამაზე ფიქრი და დროის კარგვა? ნუთუ სულ ეს არის ჩვენი თვალსაწიერი და ცნობიერების დონე – სხვის აჩრდილად ყოფნა, სრული ილუზორულობის მემატიანედ ჩამოყალიბება?
მეგობრებო, ძვირფასებო, დროს ვკარგავთ. ნაგავს ჩვენ თვითონ ვავრცელებთ, ჩვენვე გვეშლება ნერვები და მერე ერთმანეთს ვაყრით. ამხანაგებო, სტოპ!
მესმის, მიქელ-გაბრიელი არ არსებობს, მაგრამ ვაითუ არსებობს და რომ დაგვადგეს მოულოდნელად თავზე და გვკითხოს, აბა, ახლა რას აკეთებდიო? რა ვუპასუხოთ? სხვის პინგვინებს ვითვლიდითო… ხომ შევრცხვებით…
თუ არ ავყვებით პროვოკაციებს, დამიჯერეთ, ის ძალას დაკარგავს. არაფერი მოხდება, თუ რამდენიმე დღე არაფერს დავწერთ. სხვა შემთხვევაში სხვისი უმსგავსო ცხოვრების გამზიარებლები ვხდებით. სხვისი ცხოვრებით ვიწყებთ ცხოვრებას. ვითომ ჩვენ დავცინით, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ისინი დაგვცინიან.”
კომენტარები