254
“ენმ”–ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი:
“
ევტუშენკოვი არის სანქცირებული რუსი ოლიგარქი.

ევტუშენკოვი ომის დაწყების შემდეგ პუტინს ეჯდა მაგიდასთან, როგორც ომის მხარდამჭერი მილიარდერი. მისი კომპანია ამზადებს სამხედრო დრონებს მკვლელი რუსებისთვის.

ევტუშენკოვი არის ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი და ბიზსნესპარტნიორი… რუსეთის აგრესიის შემდეგ, ევტუშენკოვი ურეკავს ბორიას და სთხოვს დახმარებას ფულის გათეთრებაში, აქტივების “გაპრავებაში” და რუსი ოლიგარქი ამ ყველაფერზე თანხმდება – მეტიც … ის აორგანიზებს შეხვედრას პრემიერთან.

(არაფორმალური მმართველი ) ბიძინა ივანიშვილი არის სანქცირებული რუსი ოლიგარქების თავშესაფარი და შესაძლებლობა.

რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ჩართულია ფინანსური სქემების დალაგებაში, რომ პუტინის “ბიზნესმენებმა” თავი კომფორტულად იგრძნონ …

სავარაუდოდ, ბორია იყენებს მის ბანკს, რომ უფრო მარტივი გახდეს ამ სქემების კრიმინალური დალგება და ფულის გათეთრება…

ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყო საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული რუსული ნავთობის მოხვედრა, ტვირთის, რომელიც ვეღარ გააქვთ საქართველოდან იმიტომ, რომ ყველა უარზეა ამ ტვირთის გატარების / მიღების.

რუსი ოლიგარქი პირადად არის ჩართული მკვლელი პუტინის ყველა კარის ოლიგარქის დახმარებაში და სთავაზობს ჩვენს ქვეყანას, როგორც ფულის გათეთრების, “გარეცხვის” შესაძლებლობას….

ამასობაში, რუსებს მიყიდეს რიყის დოქები კაპიკებად, რუსებს მიყიდეს ჰექტრობით მიწები რაჭაში, რუსებს აფუძნებინებენ კომპანიებს და აძლევენ შესაძლებლობას თავი აარიდონ სანქციებს.

ამ ყველაფერს, ცხადია, ხედავს დასავლეთი და დაზვერვის სამსახურები ! ბორია არის რუსი ოლიგარქი და ის ამ ომში გულშემატკივრობს მის პატრონს – ვალოდია პუტინს. ჯამი ჭურჭელია.

ამ ადამიანებს ჰყავთ დატყვევებული მესამე პრეზიდენტი და ცხადია, არც მისი სიცოცხლე აღელვებთ.

მნიშვნელოვანია, დასავლეთმა იმოქმედოს, რომ სასწრაფოდ გაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნიდან


რუსი ოლიგარქი ბორის ივანიშვილი არის უკიდურესად დიდი საფრთხე ჩვენი სახელმწიფოსთვის. მისი მარიონეტული რეჟიმის ყოფნა სათავეში უზრუნველყოფს ჩვენი სამშობლოს ინტერესების ღალატს და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ სვლას.

როდესაც უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე საუბრობდნენ აქაური “ყოჩაღი” ქოცები, იქნებ ახლა მიიღეს პასუხი …. სავარაუდოდ მსგავსი მოღალატეობრივი შინაარსის ბევრი ინფორმაცია ექნებათ.”
კომენტარები