ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას დააკავეს. ამის შესახებ პრაიმტაიმის ჟურნალისტს მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა.
„საკრებულოს სხდომა იყო, მერიც და თავმჯდომარეც ესწრებონენ. მათი დაკავება ჯერ კიდევ სამუშაო საათებში მოხდა. რას ედავებიან ჯერ არ ვიცით, ალბათ ყველა ერთად გავიგებთ“, – გვითხრა მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მერი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. ამის სავარაუდო მიზეზად რეგიონში მიწების გასხვისება სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავების დეტალებზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ.
კომენტარები