“მეცხრე არხის” ინფორმაციით, ბორჯომში, ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა – მწვანე მონასტრის ტერიტორიაზე, მანქანა მდინარეში გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დაახლოებით 15:00 საათისთვის მოხდა.
თვითმხილველების თქმით მაღალი სიჩქარით მომავალი ორი მანქანის შეჯახების შემდეგ ერთი მდინარეში გადავარდა. მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი დახვდა, სამი კი დაშავებული.
ერთი მათგანი მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალშია” გადაყვანილი. დაშავებულთაგან ერთი გოგონა და ორი ბიჭია.
ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტლის“ ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ “მეცხრე არხთან” საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკაში ერთი პაციენტია შეყვანილი.
კომენტარები