ბორჯომში მამა–შვილი, სავარაუდოდ, სოკოს ჭამის შემდეგ გამოწვეული ინტოქსიკაცით გარდაიცვალა – ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ერთი და იგივე სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებაში ჯერ მამა, შემდეგ კი შვილი შეიყვანეს.
„გუშინ ღამით შემოიყვანეს 70 წლამდე კაცი მაღალი წნევით, ჰქონდა თირკმლის მწვავე უკმარისობა და პნევმონია. კვლევების დროს, რძალმა თქვა, რომ 16 ოქტომბერს პაციენტმა სოკო ჭამა და გადასხმებს უკეთებდნენ სახლში. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ამბობს ბორჯომის რეფერალური კლინიკის ექიმი, მაია ტიტვინიძე.
მისივე თქმით, იგივე სიმპტომებით, პაციენტის 40 წლამდე შვილი კლინიკაში მეორე ღამეს შემოიყვანეს. მანამდე კი ის მამასთან ერთად კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა ჩივილების შესახებ არაფერი უთქვამს.
მედიკოსის განმარტებით, პაციენტები ექსპერტიზაზე არ გადაუყვანიათ.
ტოქსიკოლოგმა კი განმარტა, რომ მამა–შვილის სიმპტომები ძალიან ჰგავდა სოკოთი ინტოქსიკაციას: „ტოქსიკოლოგმა დაგვიდასტურა, რომ მსგავსი ფაქტი შესაძლებელია იყოს სოკოს ბრალი, ეს იყო მოგვიანებითი ეფექტი“.
წყარო – მთავარი
კომენტარები